product 10 image

მასტიჯეტ ფორტე

1.ინფიცირებულ მეოთხედს გამოვწველით მაქსიმალურად წველის პროტოკოლის დაცვით (წველამდე დამუშავება სადეზ ხსნ. ➡️ გაწმენდა ➡️ გამოწველა ➡️ წველის შემდგომი დამუშავება სადეზ ხსნ.) 2. გაამშრალეთ ცურის დვრილი ერთჯერადი ქაღალდის ტილოთი. 3. დაასხით 70% ალკოჰოლი ბამბის ნაჭერს და კარგად გაწმინდეთ ცურის თითის დვრილი, წმინდეთ დაახლოებით 10 წამის განმავლობაში, რათა ავირიდოთ ინფექსიის შეტანა ცურში. 4. შეიყვანეთ მასტიჯეტ ფორტეს 1 შპრიცის შიგთავსი სრულიად ერთ დვრილში. ამასობაში შპრიცის თავი შეიყვანეთ მხოლოდ ნახევარზე. (როგორც ნაჩვენებია სურათზე). ამ მთელი პროცესის განმავლობაში არ შეეხოთ დვრილს და შპრიცის თავს ხელით. 5. დაამუშავეთ ცურის თითი წველის შემდგომი სადეზინფექციო ხსნარით. 6. გაუკეთეთ ნამკურნალებ მეოთხედს მასაჟი რათა ანტიბიოტიკი უკეთ გავრცელდეს ცურის ქსოვლში. 7. გაიმეორეთ ნაბიჯები 1-6 5 ჯერ ყოველ 12 საათში ერთხელ. თუ ძროხას წველით 24 საათში 3 ჯერ, გაიმეორეთ ნაბიჯები 1-6 ყოველ 18 საათში ერთხელ, შეყვანიდან შეყვანამდე ნამკურნალევი მეოთხედი არ უნდა გამოვწველოთ. ❗️❗️❗️ ბოლო მკურნალობიდან 8 წველის განმავლობაში რძე შეიცავს ანტიბიოტიკს, ამიტომაც ის არ უნდა გამოვიყენოთ როგორც ადამიანის საკვები პროდუქტი. მაგრამ შეგვიძლია დავალევინოთ ხბოს. ❗️❗️❗️ თუ ძროხას აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, სისუსტე და უმადობა სასრაფოდ დაუკავშირდით ვეტერინარს.

₾ 5.00
ცურის მოვლა