product 15 image

ნატრიუმის ბიკარბონატი - სოდა

* კილოგრამის ღირებულება საწყობში სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის ჩათვლით - 1.75 ლარი დღგს ჩათვლით; * მინიმალური პარტია - 25კგ (1 ტომარა); * მაქსიმალური რაოდენობა - შეუზღუდავი; * საწყობი მდებარეობს თბილისში - ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე; * წარმოშობის ქვეყანა - ირანი; * ხარისხობრივი მახასიათებლები - იხილეთ სურათებში; ნატრიუმის ბიკარბონატი, იგივე სოდა, გამოიყენება არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, არამედ ქიმიურ, მსუბუქ და საკვებ მრეწველობებში. იგი ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცხოველების და ფრინველების რაციონში, როგორც მათი საკვები დანამატი. ახალმშობიარე და მეწველი ძროხების საკვებში აუცილებელია დღეში 200 გრამი სოდის დამატება, რადგანაც იგი ეხმარება ცხოველებს საჭმლის მომნელებელი სისტემების უკეთ ფუნქციონირებაში. ძროხის ნერწყვი თავისთავად შეიცავს ე.წ. ბუფერულ ნივთიერებებს, რომელთაგანაც ერთ ერთს წარმოადგენს ნატრიუმუს ბიკარბონატი. იგი ხელს უწყობს ცხოველის ფაშვში არსებული მჟავიანობის რეგულირებას და ამ ორგანოს ოპტიმალური ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ამასთან მაღალპროდუქტიული ცხოველების კვებისას წარმოიშვება დილემა - ცხოველური საკვების და ენერგეტიკული ნივთიერებების მიწოდების თვალსაზრისით და აუცილებელია რაციონის შესაბამისი სტრუქტურის შემუშავება, რის უზრუნველსაყოფადაც დანამატის სახით გამოიყენება ნატრიუმის ბიკარბონატი - სოდა

₾ 1.75
საკვები დანამატები